რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა შენობების 90% გაანადგურეს – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ხარკოვი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის კერძო სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღების უმეტესობა გაანადგურეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა

"სახლების უმეტესობა - მათი 90% - დანგრეულია. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების აღდგენაზე, მაგრამ იქ მაინც ძალიან საშიშია, რადგან მიმდინარეობს დაბომბვა და ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის".- თქვა მან. 

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს ხარკოვის რეგიონში და ზოგიერთ რაიონში ისინი წარმატებით მიიწევენ წინ

სინეგუბოვის თქმით, რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები