რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დაახლოებით, 23 200 სამხედრო, 1 008 ტანკი, 190 თვითმფრინავი" – უკრაინა ოკუპანტების დანაკარგებზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 30 აპრილის მონაცემებით რუსი ოკუპანტების დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს. 

უკრაინის ცნობით, ოკუპანტებმა დაკარგეს: 

  • დაახლოებით, 23 200 სამხედრო 
  • 1 008 ტანკი 
  • 2 445 ერთეული ჯავშანტექნიკა 
  • 436 საარტილერიო სისტემა 
  • 77 საზენიტო საბრძოლო სისტემა 
  • 190 თვითმფრინავი 
  • 155 ვერტმფრენი 
  • 1 701 სატრანსპორტო საშუალება 
  • 8 გემი/ნავი
  • 76 საწვავის ავზი 
  • 32 სპეციალური აღჭურვილობა 
  • 232 უპილოტო საფრენი აპარატი 

თავდაცვის სამინისტრო მონაცემებს ყოველდღიურად ანახლებს - გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები