რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები"– ზელენსკი ბლინკენთან და ოსტინთან შეხვედრაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი, ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება და აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

"უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი კიევში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან თავდაცვითი დახმარება განვიხილეთ, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდა, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები. მადლობელი ვარ აშშ-ს უპრეცედენტო დახმარებისთვის".- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ოსტინისა და ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ 23 აპრილს გაავრცელა. ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ძალიან მალე უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, პირადად ჩავიდეს უკრაინაში.

კომენტარები