რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

24 აპრილს კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ჩავლენ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხვალ კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ჩავლენ. ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ძალიან მალე უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირადად ჩავიდეს უკრაინაში.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის მეტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინისთვის საჭირო იარაღი და მისი მიწოდების ტემპი. 

"რატომ არის მნიშვნელოვანი ლიდერების ჩვენთან ჩამოსვლა? მე გაგცემთ პრაგმატულ პასუხს, რადგან ისინი აქ ცარიელი ხელებით არ უნდა ჩამოვიდნენ. ველოდებით არა საჩუქრებს ან ტკბილეულს, არამედ კონკრეტულ პირობებსა და იარაღს". - თქვა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში შედგება, მაგრამ ესმის, რომ მისი ამერიკელი კოლეგის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

კომენტარები