NDI-ის კვლევა

NDI: საზოგადოების 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საზოგადოების უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 28%-ისთვის სწორი მიმართულებით ვითარდება.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

3-15 თებერვალს 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. 9-20 მარტსინტერვიუების რაოდენობა 2 024 იყო (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). ამ შემთხვევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში,
ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოკითხეს.

კომენტარები