NDI-ის კვლევა

NDI: საზოგადოების 64%-მა არ იცის, ან არ ასახელებს თავის შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიას

speakerstones

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კერძოდ კი, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, მოსახლეობის 64% არცერთს პარტიას ასახელებს, ან არ იცის/არ აქვს კითხვაზე პასუხი.

კონკრეტული პარტია მოსახლეობის მხოლოდ 35%-მა დაასახელა: 22%-მა ქართული ოცნება, 7%-მა - ნაციონალური მოძრაობა, ხოლო სხვა პარტიები 6%-მა.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

3-15 თებერვალს 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%-ია. 9-20 მარტსინტერვიუების რაოდენობა 2 024 იყო (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). ამ შემთხვევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ფოკუსჯგუფებს, ონლაინ-დისკუსიები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში,
ახალქალაქსა მარნეულში ჩატარდა. თითოეულ ქალაქში ორი ჯგუფი გამოკითხეს.

კომენტარები