რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ პირებს, მათ შორის პუტინის შვილებს, სანქციები დაუწესა

კანადა ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ 14 პირს, მათ შორის, პუტინის ქალიშვილებს სანქციებს უწესებს. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"კანადა აგრძელებს მამაცი კაცებისა და ქალების გვერდით დგომას, რომლებიც უკრაინაში საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის რეჟიმისთვის მძიმე საქნციების დაწესებას, ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინირებულად. დაჟინებით შევეცდებით, რომ მათ საკუთარი ნაბიჯების გამო პასუხი აგონ. ისინი ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აუცილებლად მიიღებენ". - თქვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ.

ამასთან, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეყანა მზად არის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისა და ადამიანი უფლებების დარღვევისთვის, მათ შორის ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის პასუხად დამატებითი ზომები მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ რუსული ელიტის წევრებს, მათ შორის პუტინის შვილებს, ამ დრომდე სანქციები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესეს.

კომენტარები