რუსეთი-სომხეთი

ფაშინიანი პუტინს ერევანში ОДКБ-ს სესიაზე დასასწრებად ეპატიჟება

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმირ პუტინი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) უსაფრთხოების საბჭოს სესიაზე მიიწვია. ამის შესახებ საუბარი იყო ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. 

სესია 2022 წლის მეორე ნახევარში გაიმართება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "მიწვევა მადლიერებით იქნა მიღებული".

შეხვედრა სომხეთისა და ლიდერებს შორის 19 აპრილს გაიმართა.

წელს ნიკოლ ფაშინიანი ОДКБ-ს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეა. 

ფაშინიანმა და პუტინმა შეხვედრაზე ისაუბრეს სამხედრო თანამშრომლობის მაღალ დონეზეც და ამას გარდა, როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმდნენ "რასიზმის, ქსენოფობიის, ნეონაციზმის ნებისმიერი გამოვლინების, ასევე ეროვნული, ენობრივი ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინების საწინააღმდეგო ქმედებების გაზრდაზე".

ასევე, შეხვედრაზე შეთანხმდნენ შიდა ბაზრის შექმნაზე, რომელიც, როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვების გარეშე იმოქმედებს.

მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის საკითხიც.

კომენტარები