რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შემოჭრიდან ოკუპანტებმა 19 300 სამხედრო დაკარგეს

რუსული ტექნიკა უკრაინაში

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ოკუპანტებმა 19 300 სამხედრო დაკარგეს. განახლებულ ინფორმაციას რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 11 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 19 300 ადამიანი,
  • ტანკები - 722
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 1 911
  • საარტილერიო სისტემები - 342
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 108
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 55
  • თვითმფრინავი -  152
  • ვერტმფრენები - 137
  • გემები / ნავები - 7
  • საწვავის ავზები - 76
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 112
  • სპეციალური აღჭურვილობა - 25

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის განცხადებაში წერია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

    კომენტარები