რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სამშობლო 4.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

CNN

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სამშობლოს დატოვება 4.5 მილიონზე მეგ უკრაინელს მოუწია. ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

გაეროს განახლებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინიდან ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთში გადავიდა, კერძოდ, 2.5 მილიონ ადამიანზე მეტი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები