რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: რუსეთი რაკეტების კონცენტრირებას ბელარუსში ცდილობს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, რუსეთი, სავარაუდო აგრესიისა და შანტაჟის მიზნით, ცდილობს მისი რაკეტების ბელარუსის ტერიტორიაზე კონცენტრირებას.

"მტერი მათ [რაკეტების] კონცენტრირებას იქ ცდილობს, როგორც ჩანს, მას გეგმები აქვს, რომ გაუშვას რაკეტები ან ისინი შანტაჟისა და დაშინებისთვის გამოიყენოს. შესაბამისად, ბელარუსი კვლავ რუსეთს აძლევს საშუალებას მისი ტერიტორია აგრესიისთვის გამოიყენოს". 

მისი თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ხელში ჩაგდებას და ხარკოვის რეგიონში მისი პოზიციების გაძლიერებას. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები