რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: ოპერაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, შეგვიძლია დონბასის გათავისუფლებაზე ფოკუსირება

რუსეთის თავდაცცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
ria.ru

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, დონბასის მოასხლეობის დაცვის სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია და ახლა, შესაძლებელია, რუსეთის შეიარაღებული ძალების ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების გათავისუფლებაზე ფოკუსირება.

"ზოგადად, ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად არის შემცირებული, რაც საშუალებას გვაძლებს ძირითადი ყურადღება და ძალისხმევა მივმართოთ მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლების მიღწევას". – თქვა შოიგუმ

შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვაო ძალები აღარ არსებობს, ასევე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო უპირატესობა მოიპოვა და თითქმის სრულად გაანადგურა უკრაინის ავიაცია. მისი თქმით, უკრაინის 152 თვითმფრინავიდან განადგურებულია 123, 149 შვეულმფრენიდან კი 77. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.



 

კომენტარები