ფეხბურთი

ბორის ჯონსონი: ჩავატაროთ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი უკრაინაში

Atalayar

უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთმა 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ამბავს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი:

"იდეა, რომ რუსეთი რამე ტიპის საერთაშორისო სპორტულ ან კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს სასაცილოც კი არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ ვინმე სერიოზულად განიხილავს მათ წინადადებას. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ რუსეთი ჯარს გაიყვანს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი უკრაინა გახდება". 

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ასევე 2032 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზეც შეიტანა განაცხადი.

ევრო 2028-ის მასპინძლობის კანდიდატები რუსეთის გარდა დიდი ბრიტანეთი და თურქეთი არიან.

კომენტარები