ფეხბურთი

ბერძენი ფეხბურთელი, ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბერძენი ფეხბურთელი, ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი ათენში, საკუთარი სახლის ბასეინში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პოლიციამ მისი გაცოცხლება სცადა, თუმცა, უშედეგოდ. 

ბალდოკი 2017-2024 წლებში ინგლისურ კლუბ შეფილდში თამაშობდა, სადაც მას 205 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ ზაფხულს ფეხბურთელი ბერძნულ პანათინაიკოსში გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბალდოკი ინგლისში დაიბადა, 2022 წელს, მან გადაწყვეტილება მიიღო, საბერძნეთის ნაკრებისთვის ეთამაშა. ნაკრებში მან 12 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 26 მარტს ერთა ლიგის ფინალი საქართველოს წინააღმდეგ.

 

კომენტარები