UEFA-ს ეთიკისა და დისციპლინის კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოსთან და უკრაინასთან გამართული მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამო, ჯამში, 41 250 ევროთი დააჯარიმა.
10 სექტემბერს, ტირანაში გამართული მატჩის დროს ალბანელი გულშემატკივრების მიერ საქართველოს ჰიმნზე სტვენის გამო UEFA-მ ფედერაცია €12 500-ით, სტადიონზე კიბეების ბლოკირებისთვის €18 000-ით, ხოლო მატჩის დროს მოედანზე ნივთების სროლისთვის €4 750-ით დააჯარიმა.
ამავდროულად, 7 სექტემბერს უკრაინასთან გამართული მატჩის დროს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნისთვის ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 6 000 ევროთი დააჯიმდა.