ფეხბურთი

ტაჯიკეთის საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთთან თამაშზე უარი თქვა

Gazeta.ru

ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციამ რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვაზე უარი თქვა

უარის ოფიციალური მიზეზი სხვა ოფიციალური თამაშები გახდა. ამ დროისთვის ტაჯიკეთის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 103-ე ადგილს იკავებს.

5 ოქტომბერს რუსეთთან თამაშზე უარი თქვა ასევე პაკისტანის ნაკრებმაც (197-ე FIFA-ს რეიტინგში). პაკისტანის ფედერაციის განმარტებით გუნდს მომზადებისთვის მეტი დრო სჭირდება და შესაძლოა ამხანაგური მატჩი ნოემბერში გაიმართოს.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის ვარაუდით ნოემბერში ნაკრებმა შეიძლება სირიის წინააღმდეგ ითამაშოს.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები დაასანქცირეს. 2024 წელს რუსმა ფეხბურთელებმა მხოლოდ 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. მათი მეტოქეები ბელარუსი, სერბეთი და ვიეტნამი იყო.

კომენტარები