რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: უკრაინაში ომის გამო სახლი 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა

უკრაინელები ტოვებენ ქალაქ ირპინს. 6 მარტი, 2022
REUTERS/Carlos Barria

უკრაინაში ომის გამო სახლი 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას ლტოლვილებთან დაკავშირებულ საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი ავრცელებს.

"ომი უკრაინაში იმდენად დამანგრეველია, რომ 10 მილიონ ადამიანს გაქცევა მოუწია - ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ლტოლვილად" - წერს გრანდი Twitter-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები