რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხმელნიცკში ლტოლვილებით სავსე მიკროავტობუსი ავტობუსს შეეჯახა – გარდაიცვალა 7 ადამიანი

ხმელნიცკის რაიონში ლტოლვილებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მძღოლი და 6 მგზავრი დაიღუპა, 9 კი - დაშავდა.

ხმელნიცკის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 16 მარტს, დაახლოებით, 06:00 საათზე სოფლის მახლობლად მოხდა.  

მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რომლის მგზავრებიც მძიმედ არ დაშავებულან.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები