რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნედ პრაისი: შეძრწუნებულები ვართ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობით

Carolyn Kaster / AP

ამერიკის შეერთებული შტატების სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობა და სხვებზე თავდასხმა კრემლის განურჩეველი მოქმედების კიდევ ერთი საზარელი მაგალითია.

"შეძრწუნებულები ვართ კრემლის ძალების მიერ უკრაინაში არასამხედრო ჟურნალისტებისა და ვიდეორეპორტიორების მკვლელობითა და დაჭრით. ვუსამძიმრებთ ამ საშინელი ძალადობის შედეგად დაზარალებულებს. ეს კრემლის განურჩეველი მოქმედებების კიდევ ერთი საზარელი მაგალითია". – თქვა პრაისმა.

13 მარტს ქალაქ ირპენში რუსი ოკუპანტების მიერ უცხოელი ჟურნალისტების მანქანისთვის ცეცხლის გახსნას ამერიკელი ვიდეორეპორტიორის, 51 წლის ბრენტ რენოს სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით რენო The New York Time-ისთვის მუშაობდა. თუმცა გამოცემა ჟურნალისტის დაღუპვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამჟამად ის უკრაინაში NYT-ის დავალებით არ მუშაობდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები