რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კიევი: დედაქალაქი 2-კვირიანი ბლოკადისთვის მზად არის

კიევი

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქი 2-კვირიანი ბლოკადისთვის მზად არის. მათივე ცნობით, მოქალაქეებისთვის საკვების 2 კვირის მარაგი არსებობს. 

"ქალაქი მზადაა ბლოკადის შემთხვევაში შესაძლო ქმედებებისთვის. ის ორი მილიონი კიეველი, ვინც სახლიდან არ გავიდა, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მარტო არ დარჩება. ქალაქის ხელისუფლებამ ბიზნესთან თანამშრომლობით ყველაფერი გააკეთა მაღაზიებისა და აფთიაქების გასახსნელად". - აღნიშნულია განცხადებაში. 

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები