კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 243 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.19%-ია

iStock [illustration]

COVID-19-ით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 522  ტესტი. დადასტურდა 1 243 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 064 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 13.48%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარა - 48, იმერეთი - 201, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 85, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე 33 690 აქტიური შემთხვევაა. 1 503 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 651, აჭარაში - 112, იმერეთში - 297. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 417 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 56, იმერეთში - 84. 32 187 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 634 686 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 584 440 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 530.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

 

კომენტარები