კორონავირუსი საქართველოში

რა შეზღუდვები უქმდება 1-ლი მარტიდან – სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირველი მარტიდან საქართველოში კოვიდსასტუმროები გაუქმდება. შესაბამისად, დღეიდან, 22 თებერვლიდან კოვისასტუმროებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.  

ასევე, ქორწილებისა და ქელების  გამართვაზე შეზღუდვები მოიხსნა

საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაშიც შეძლებენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 დღემდე შემცირდა თვითიზოლაციის ვადა.

"პირველი მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ექნება PCR ტესტი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით – ერთი არის ვაქცინაცია და მეორე იქნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი".- ამბობს ღიბრაძე. 

შეზღუდვები შეუმსუბუქდებათ საკვებ ობიექტებს. კერძოდ, მაგიდასთან სტუმრების რაოდენობა იზრდება. საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, ნაცვლად 6-სა, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანამდე. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, აქამდე იყო 6. ხოლო ღია სივრცეში ეს რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს - დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი, ღია სივრცეში - 15 - შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ". - თქვა ღიბრაძემ. 

გარდა ამისა, 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებულებებში შესვლისას მოქალაქეებს სიცხეს აღარ გაუზომავენ, უქმდება დეზობარიერიც. 


22 თებერვლის მონაცემებით, ყვეყანაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 1 565 769 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 422 540 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 933. 

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები