კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის 35 719 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 189 პაციენტი, 20 კი გარდაიცვალა. 

NCDC-ის ცნობით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 9.30%-ია. ბოლო 14 დღის - 10.64%. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 764 350 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 902 გარდაიცვალა, 1 738 337 კი გამოჯანმრთელდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და თვეში ერთხელ გავრცელდება. 

კომენტარები