რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არის შესაძლებლობა, ქვეყანამ ტექნოლოგიური სუვერენიტეტი გააძლიეროს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"ახლა ეკონომიკას მასობრივად ურტყამენ, მაგრამ ბოლო წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სადაც დასავლელები შეზღუდვებს გვიწესებდნენ, ჩვენ იქ ახალი კომპეტენცია შევიძინეთ და აღვადგინეთ ძველი, ახალ ტექნოლოგიურ დონეზე. ეს ყველაფერი მუშაობს და, რა თქმა უნდ,ა ამ მხრივ უფრო ძლიერები გავხდებით. ეს არის შესაძლებლობის დრო, რომ ტექნოლოგიურ-ეკონომიკურ სუვერენიტეტზე ვიმუშაოთ". - აბობს პუტინი.
- დიდი ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს
-
აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა
-
როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას – სანქციები, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება
10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები - რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკი. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვინენკოს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.





