რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ხორბლის, შაქრის, ხორცისა და სხვა ძირითადი პროდუქტების ექსპორტი აკრძალა

უკრაინის მთავრობამ სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტების ექსპორტი აკრძალა და ეს გადაწყვეტილება სამი მიზეზით ახსნა.

"უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენციის, ბაზრის სტაბილურობისა და მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის კრიტიკულად საჭირო საკვებზე, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შემოიღოს ახალი წესები სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით". - წერია განცხადებაში.

გადაწყვეტილების მიხედვით აკრძალვა შემდეგ პროდუქტებს შეეხება:

  • შვრია;
  • ფეტვი;
  • წიწიბურა;
  • შაქარი;
  • მარილი;
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი;
  • ხორცი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან ნაწარმოები პროდუქტები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები