რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბეკჰემები უკრაინიდან დევნილებს 1 მილიონი ფუნტი სტერლინგით დაეხმარნენ

Financial Times

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემებმა უკრაინიდან დევნილი ადამიანების დასახმარებელ ფონდში ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხეს.

ცნობილმა ფეხბურთელმა და UNICEF-ის კეთილი ნების ელჩმა, დევიდ ბეკჰემმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მაყურებელს უკრაინელი დევნილებისთვის დახმარებისკენ მოუწოდა.

"თქვენსავით, მეც ვაკვირდები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. დედები იძულებულნი არიან შვილებთან ერთად გამოიქცნენ საკუთარი სახლებიდან, ინგრევა ოჯახები, ბავშვები ერთ ღამეში ხდებიან დევნილები. მე და ვიქტორიამ გადავრციხეთ თანხა და ყველას მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ". – ამბობს მიმართვაში ბეკჰემი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები