პოლონეთის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ ბიჭს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ტირის, ხელში კი პასპორტი უჭირავს, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი მარტოს არ გადაუკვეთავს - ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ გაცნობებთ, რომ 4 წლის ვალერის საზღვარი მარტო არ გადმოუკვეთავს, ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მედიკას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მან ოფიცრებისგან ტკბილეული მიიღო. ის ოჯახთან ერთად პოლონეთში უსაფრთხოდ იმყოფება. შეწყდეს ყალბი ამბების გავრცელება" - წერს პოლონეთის სასაზღვრო სამსახური Twitter-ზე.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



