რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის მიზანი უკრაინაში ომის შეჩერებაა – ლავროვი

სერგეი ლავროვი
AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განმარტებით, უკრაინაში ომის მიზანი უკრაინაში ომის შეჩერებაა.

"რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის მიზანია, შეაჩეროს ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე მოხდეს ან აქედან დაიწყოს." – ციტირებს მინისტრს რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში.

თავად ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინაში "სპეცოპერაცია", ომი, ქვეყნის "დენაციფიკაციის" მიზნით დაიწყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები