რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: უკრაინა 1.2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა

Maja Hitij/Getty Images

გაეროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ქვეყანა 1.2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.   

ბოლო მონაცემებით, 1 209 976 ლტოლვილიდან ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა, სხვები კი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში. 

მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა პირველივე კვირაში დატოვა, ბევრი იძულებით გადაადგილებული ოჯახი კი, გაეროს ინფორმაციით, "მოძრაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები