რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სელინ დიონი: უშიშარო უკრაინელებო, შთაგონებული ვარ თქვენი სიმამაცით

Fox News

კანადელმა მომღერალმა, სელინ დიონმა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ძვირფასო უშიშარო უკრაინელებო. შოკირებული და დასევდიანებული ვართ, ასევე შთაგონებულნი - თქვენი სიმამაცით... ჩვენი გულები თქვენთან არის. გიგზავნით სიყვარულს და ლოცვას მშვიდობისთვის". – წერს სელინ დიონი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები