რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნავალნის გუნდი რუსეთის მოქალაქეებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

ალექსეი ნავალნი
Reuters

 

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდი რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შეჭრის გასაპროტესტებლად სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

"პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა და ცდილობს ყველას აფიქრებინოს, რომ უკრაინას რუსეთი, ყველა ჩვენგანი დაესხა. ეს არასწორია. უნდა ვაჩვენოთ, რომ ომს მხარს არ ვუჭერთ. რუსებს მოვუწოდებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ ნუ იქნებით ჩუმად" - წერს ნავალნის გუნდი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო. უფლებადამცველი ორგანიზაციის OVD-Info-ს ცნობით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები