რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი პოლონეთსა და ესტონეთში გაემგზავრება

ბორის ჯონსონი
AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი პირველ მარტს პოლონეთში და ესტონეთში გაემგზავრება და კოლეგებთან რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო მიმდინარე მოვლენებს განიხილავს. ინფორმაციას CNN-ი პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრნობით ავრცელებს.

პრემიერმინისტრის სპიკერის თქმით, ჯონსონი ასევე შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები