რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ელინა სვიტოლინა უახლოეს ტურნირებზე მოგებულ ფულს უკრაინის ჯარს გადაურიცხავს

Tennis365

ჩოგბურთელმა ელინა სვიტოლინამ განაცხადა, რომ უახლოეს ტურნირებში მოგებულ თანხას უკრაინის არმიას გადაურიცხავს.

"გადავწყვიტე, მექსიკასა და აშშ-ში მოგებული საპრიზო თანხა მთლიანად მოხმარდება უკრაინის ჯარსა და ჰუმანიტარულ დახმარებას.

რაღაცით მინდა დავეხმარო ჩემს ქვეყანას. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოსახლეობას, მინდა გაიაზრონ: ჩვენ ვკარგავთ უდანაშაულო ადამიანებს, ჯარისკაცებს, ჩვენ თავს გვესხმიან. მთელმა მსოფლიომ უნდა მიაქციოს ამ ამბავს ყურადღება და მხარი დაუჭიროს უკრაინას". – ამბობს ჩოგბურთელი Eurosport-თან ინტერვიუში.

ელინა სვიტოლინა 16 WTA ტიტულის მფლობელი უკრაინელი ჩოგბურთელია. ამ დროისთვის სვიტოლინა საუკეთესო ოცეულშია, 2017 წელს ის მსოფლიო რეიტინგში მესამე ჩოგანი იყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები