რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: საწყალი პუტინი, მოლაპარაკებებს სთავაზობენ და მერე უკან იხევენ, მეცოდება

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უარს მინსკში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. 

ლუკაშენკო ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინის "ძალისხმევა" უშედეგო აღმოჩნდა. 

"საწყალი პუტინი, მას სთავაზობენ მოლაპარაკებებს (უკრაინელები) და მერე უკან იხევენ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება".- ამბობს ლუკაშენკო. 

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთის დელეგაცია ბელარუსში უკრაინულ მხარესთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. შემოთავაზებაზე უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც რაკეტები არ მოფრინავს უკრაინის ტერიტორიაზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები