გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ აზოვის ზღვაში იერიში მიიტანა 12 რუსულ ტანკერზე, საბუქსირე გემსა და მშრალ ტვირთმზიდზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"დაზიანებული გემები გამოიყენებოდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებებისთვის საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების მისაწოდებლად და საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. ისინი ხელს უწყობდნენ ენერგორესურსების ექსპორტს, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა". - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 8 ტანკერი 7 ივლისის ღამესაც დააზიანა.




