ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა X-ზე მადლობა გადაუხადა მიხეილ ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებისთვის.
"ირანის უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე მისი აღმატებულება ბატონი მიხეილ ყაველაშვილის დასწრება და საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით მის მიერ გამოხატული თანაგრძნობა, 3000 წლიანი ურთიერთობის მქონე ორი მეგობარი ერის ისტორიულ მეხსიერებაში დარჩება.
იმედი მაქვს, რომ ახალ ეტაპზე ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე და რეგიონზე ორიენტირებული ურთიერთშემავსებელი ეკონომიკის მოდელის ფარგლებში, კიდევ უფრო გაღრმავდება.
მოწამე ლიდერი ყოველთვის ხაზს უსვამდა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებას. მისი ისტორიული შეხვედრა და დიალოგი უწმინდეს და უნეტარეს ილია II-თან სამუდამოდ დარჩება ორი ქვეყნის ურთიერთობებისა და ასევე, შიიტურ აღმსარებლობასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დიალოგის ისტორიაში."
– წერს ფეზეშქიანი.




