საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველო-სომხეთის და საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მაგისტრალის ახალი გზით შესაცვლელად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაცია მათ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო სესხი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც გულისხმობს ოთხზოლიანი და გაზრდილი გამტარიანობის ახალი გზის მშენებლობას. პროექტის საერთო ღირებულებაა 250 მილიონი ევრო ანუ 754 მილიონი ლარი.

ხელშეკრულებები მოიცავს ახალ მაგისტრალებს ქალაქ რუსთავიდან ალგეთის, წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით.

პროექტის ლოტები:

  • ლოტი I -  რუსთავი-ალგეთი - სიგრძე 21 კილომეტრი;
  • ლოტი II - ალგეთი-წითელი - სიგრძე ხიდი 10.9 კილომეტრი;
  • ლოტი III - ალგეთიდან არაფლო - სიგრძე 13 კილომეტრი;
  • ლოტი IV - არაფლოდან სადახლომდე სომხეთის საზღვარზე - სიგრძე 16. 3 კილომეტრი.

თითოეულ მონაკვეთზე მოძრაობის სიჩქარი 120 კმ/სთ-ია.

სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სავარაუდო პერიოდია 2027 წლიდან 2029 წლამდე.

კომენტარები