რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში ნავთობსაცავები და საბრძოლო მასალების საწყობი დაბომბა

უკრაინამ რუსეთზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა. 8-9 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რუსეთში დაზიანდა რამდენიმე ნავთობსაცავი, ნავთობტერმინალი და საბრძოლო მასალების საწყობი. 

უკრაინამ სტავროპოლსა და ტვერში ნავთობის საცავები დაბომბა, რამაც ორივე ობიექტზე ხანძარი გამოიწვია.

უკრაინული მედიის ცნობით, სტავროპოლში დაბომბილი ობიექტი კომპანია ლუკოილს ეკუთვნის, სადაც ნავთობპროდუქტებს ინახავენ და ასევე, ამ საცავიდან ხდება ნავთობპროდუქეტების გადატანა, რითიც ლუკოილი სამხრეთ და ცენტრალურ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებს ამარაგებს. 

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, უკრაინამ იერიში მიიტანა როსტოვის ოლქის ქალაქ ბატაისკში მდებარე ნავთობტერმინალზე, სადაც აგრეთვე ხანძარი გაჩნდა. მათივე განცხადებით, ეს ობიექტი უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების ტრანზიტს ექსპორტისთვის და გამოიყენება სამხრეთში განლაგებული რუსული ჯარებისთვის საწვავისა და ნავთობმასალების მიწოდებისთვის. 

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ასევე დაბომბეს ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქში, სოროკინეს რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობიც.

კომენტარები