რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად გაზსადენი აფეთქდა

ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად გაზსადენი აფეთქდა. ინფორმაციასა და ვიდეოს The Kyiv Independent-ი უკრაინის სახელმწიფო სპეციალურ საკომუნიკაციო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

27 თებერვალს, დაახლოებით, დილის 03:00 საათზე კიევის ცენტრიდან 20 კილომეტრში ნავთობის საცავი აფეთქდა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები