საფრანგეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას კრძალავს. პარლამენტმა შესაბამის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის კანონს ხელს მოაწერს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს შეზღუდვა ძალაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, სექტემბერში შევა. საფრანგეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.
მედიის ცნობით, საფრანგეთის ოფიციალური პირები ჯერ კიდევ განიხილავენ, ახალი კანონის შესაბამისად, ონლაინ პლატფორმები მომხმარებლების ასაკს როგორ გადაამოწმებენ.




