გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ბერლინში გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერეს.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრისას ხელი ასევე მოეწერა გერმანია-აზერბაიჯანის ბიზნეს საბჭოს შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ ერთობლივ დეკლარაციასაც.




