რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დევიდ ლინჩი პუტინს: სიკვდილს და ნგრევას თესავ, რომელიც უკან დაგიბრუნდება

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, დევიდ ლინჩი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას გამოეხმაურა და ვლადიმირ პუტინს მიმართა.

"რაც შემიძლია ვუთხრა ბატონ პრეზიდენტ პუტინს, ჩვენ, ადამიანები, პასუხისმგებლები ვართ იმაზე, თუ როგორ ვექცევით მოყვასს. ეს არის ბუნების კანონი, მკაცრი და სწრაფად მოქმედი, ამ კანონს ვერ გაექცევი, ეს კანონია: რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ახლა, ბატონო პუტინ შენ თესავ სიკვდილს და ნგრევას. უკრაინა არ დასხმია თავს შენს ქვეყანას, შენ შეიჭერით მათთან. სიკვდილი და ნგრევა მთლიანად დაგიბრუნდება". – ამბობს რეჟისორი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები