რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეს არის ჩვენი სირცხვილი – რუსული ინტელიგენციის ნაწილი ომის შეწყვეტას ითხოვს

Befunky

რუსული ინტელიგენციის ნაწილმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეწყვეტა ითხოვა. ერთიანი ტექსტი სოციალურ ქსელში მწერალმა და ჟურნალისტმა მიხაილ ზიგარმა გამოაქვეყნა.

"თანამემამულეებო!

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი სამარცხვინოა.

ეს არის ჩვენი სირცხვილი, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი შვილები და შთამომავლებიც კი ვერ ჩამოირიცხავენ. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა აგრესორ ქვეყანაში იცხოვრონ, არ გვსურს რცხვენოდეთ, იმისა, რომ მათი არმია უდანაშაულო ქვეყანას დაესხა თავს. მოვუწოდებთ რუსეთის ყველა მოქალაქეს უთხრან არა ამ ომს.

არ გვჯერა, რომ დამოუკიდებელი უკრაინა რუსეთისთვის ან ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საშიშროებას წარმოადგენს. არ გვჯერა ვლადიმერ პუტინის იმ განცხადების, თითქოს უკრაინას "ნაცისტები" მართავენ და მათგან "გათავისუფლება" ჭირდებათ. 

ვითხოვთ შეწყდეს ომი". 

მიმართვას ხელს აწერენ, მწერლები ბორის აკუნინი, დმიტრი ბიკოვი, დმიტრი გლუხოვსკი, მიხაილ ზიგარი, ვლადიმერ სოროკინი, რეჟისორები ანდრეი და ილია ხრჟანოვსკები, ვლადიმირ მირზოევი, ჟურნალისტები დმიტრი მურატოვი, ლეონიდ პარფენოვი, დრამატურგი ივან ვირიპაევი, გამომცემელი ირინა პროხოროვა, მსახიობი ჩულპან ხამატოვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები