რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ბრძოლაში თურქული უპილოტო აპარატი Bayraktar TB-2-ის გამოყენება დაიწყო

თურქული წარმოების საბრძოლო დრონი Bayraktar TB2
Daily Sabah

უკრაინამ ბრძოლაში თურქული Bayraktar TB-2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგზე ისაუბრეს

სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, თურქული დრონებით რუსული ჯავშანტექნიკის 5 ერთეული გაანადგურეს. 

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 4 Bayraktar TB-2 ჩამოაგდეს.

უკრაინული მედია УНИАН-ი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, სავარაუდოდ, Bayraktar TB-2-ის რუსული ტანკის წინააღმდეგ გამოყენებაა ასახული.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თურქეთისგან 12 Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰქონდა შეძენილი, გასულ წელს კი მათ დამატებით შეიძინეს ამავე ტიპის კიდევ 24 დრონი. 

თურქული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარემ გამოიყენა და ეს მისი საბრძოლო წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. 

გასული წლის ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული სამხედრო დრონი, Bayraktar TB2 დონბასში სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს. ამ ფაქტს მოჰყვა კრემლის კომენტარი, რომ დონბასში, უკრაინის სამხედრო ძალებისა და სეპარატისტების შეხების ხაზზე თურქული უპილოტო საფრენი აპარატების განთავსებამ, შესაძლოა, ამ ტერიტორიებზე დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

კომენტარები