პოლიტიკური კრიზისი

დარჩიაშვილი: ამ ქვეყნის გადარჩენა მარტო მიშას გზითაა შესაძლებელი

ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ცხადი მგონია, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენა მარტო მიშას გზით - უცხოური ინვესტიციის მასობრივი მოზიდვით შეიძლება. ოღონდ ეს არ და ვერ იქნება კრიმინალური საწარმო: რა არ შეიძლება დააბრალონ მიშას, მაგრამ გლობალურ თაღლითურ სქემებში ჩაბმას არ და ვერ აბრალებენ. აი, ბიძინას საქართველო კი მხოლოდ თაღლითური შეიძლება იყოს, რადგან სხვა საკმარისი ფული ამ ბიუროკრატიისა და "პარტიული" აქტივის შესანახად არ არსებობს. თეთრ ინვესტორებს საქართველო არ აინტერესებთ - ბიძინას მმართველი კლასი მარტო ფულის რეცხვით შეიძლება არსებობდეს. ასეთი სისტემა კი დემოკრატიულობის და სუვერენიტეტის მარტო ფიქცია თუ იქნება. მისი საგარეო პოლიტიკაც ვირტუალურია და ამას ყველანი ვხედავთ: საუკეთესო შემთხვევაში, "ოცნება" ვითომპროდასავლურია და ამის ვიზუალური დადასტურება გაუგებარ ფერებში განათებულ-შეღებილი ტელეანძაცაა. 

არის ბიძინიზმის, ობიძინენიის შენარჩუნების ერთი გზაც - ვალები, რომელთა მოცულობა სულ მატულობს. მაგრამ ვალებს რომ გასტუმრება უნდა, არჩევნების მოსაპარად მათი გამოყენება რომ ძნელია, ეგ ამათაც ესმით. ჰო და რჩება ჭუჭყიანი ფულის რეცხვის გზა. სისტემურად - ეს მარტო ასე შეიძლება იყოს. დანარჩენი გამოძიების საქმეა. განვითარებული პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის პირობებში "ქოლცენტრების" სკანდალს მინისტრები მაინც გადაყვებოდნენ. ჩვენთან ჯერ შტილია.

წერს ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი Facebook-ზე. 

კომენტარები