ოსკარი 2022

ისტორიაში პირველად ოსკარის დაჯილდოებაზე მაყურებლის რჩეულ ფილმს დაასახელებენ

EW

ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით ოსკარის წლევანდელ დაჯილდოებაზე მაყურებლის რჩეულ ფილმს (Oscars Fan Favorite) დაასახელებენ. 

საყვარელი ფილმისთვის ხმის მიცემა სოციალურ ქსელ Twitter-ში, აშშ-ში რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. კინომანებმა თეგი #OscarsFanFavorite უნდა გამოიყენონ. გამარჯვებული 28 მარტს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. გამარჯვებული ფილმის 3 თაყვანისმცემელი კი 2023 წლის ოსკარებს დაესწრება. ხმის მიცემა 14 თებერვალს დაიწყო და 3 მარტს დასრულდება. 

მასშტაბური სარეკლამო კამპანია წამიწყეს ბლოკბასტერების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიებმა Marvel და DC. სავარაუდოდ ხალხის რჩეული ფილმის წოდებისთვის ადამიანი-ობობა და ზაკ სნაიდერის სამართლიანობის ლიგა იბრძოლებენ.

მაყურებლის რჩეული ფილმის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, თუმცა ინიციატივას ნეგატიურად გამოეხმაურნენ კინოკრიტიკოსები და კინოაკადემიის წევრები. 

წლევანდელ ოსკარებს 12 ნომინაციით ჯეინ კემპიონის დრამატული ვესტერნი ძაღლის ძალაუფლება ლიდერობს. 10 ნომინაციით მეორე ადგილზე სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერი დიუნია. 

94-ე დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 28 მარტს გაიმართება. წლევანდელ შოუს მსახიობები ემი შუმერი, რეჯინა ჰოლი და ვანდა საიქსი წაიყვანენ.

 

კომენტარები