ოსკარი 2022

ისტორიაში პირველად ოსკარის დაჯილდოებას სამი ქალი წამყვანი ეყოლება

Deadline

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიას სამი წამყვანი ეყოლება. შოუს მსახიობი რეჯინა ჰოლი და კომიკოსები ემი შუმერი და ვანდა საიქსი გაუძღვებიან.

ოსკარის ისტორიაში პირველად დაჯილდოებას სამი ქალი წაიყვანს. 1987 წლის შემდეგ ცერემონიას სამი წამყვანი პირველად ეყოლება.

მსახიობმა რეჯინა ჰოლმა სახელი ძალიან საშიშ კინოში შესრულებული როლით გაითქვა. ემი შუმერი და ვანდა საიქსი ცნობილი კომიკოსები, სტენდაპერები და მსახიობები არიან.

2022 წლის დაჯილდოების წამყვანა სხვადასხვა დროს კრის როკს, ჯონ ჰემს, სტივ მარტინს, სელენა გომესსა და მარტინ შორტს შესთავაზეს, თუმცა მსახიობებმა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო წამყვანობაზე უარი თქვეს.

სპეციალური შოუ სამ აქტად იქნება გაყოფილი. თითოეულ აქტს ერთი წამყვანი ეყოლება. 2022 წლის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 28 მარტს, 5:00 საათზე გაიმართება.

წლევანდელ ოსკარებს 12 ნომინაციით, ჯეინ კემპიონის დრამატული ვესტერნი, ძაღლის ძალაუფლება ლიდერობს. 

კომენტარები