ოსკარი 2022

ოსკარის ტრიუმფატორი CODA გახდა

Alley Newspaper

2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ტრიუმფატორი CODA გახდა. დრამტული კომედია ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად დაასახელა.

სურათმა კიდევ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. საუკეთესო მეორეხარისხოვანი კაცის როლის შემსრულებლად ტროი კოტსური დასახელდა. ფილმმა ასევე საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვა.

CODA-ს მთავარი გმირი თინეიჯერი გოგოა, რომელიც ყრუ ადამიანების გარემოცვაში იზრდება. 

სანდენსის გამარჯვებულმა ფილმმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. სურათს მაღალ შეფასებას აძლევენ კრიტიკოსებიც.

კომენტარები