ოსკარი 2022

ოსკარების დაჯილდოებაზე უკრაინას სოლიდარობა წუთიერი დუმილით გამოუცხადეს

Mid-Day

ლოს-ანჯელესში რიგით 94-ე ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დამსწრეებმა უკრაინას სოლიდარობა წუთიერი დუმილით გამოუცხადეს.

მას შემდეგ რაც მომღერალმა რება მაკენტაირმა სიმღერა Somehow You Do შეასრულა, დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა, ეკრანზე კი შემდეგი წარწერა გამოჩნდა:

"როდესაც კინო კონფლიქტების დროს ადამიანურობის გამოვლინების კარგი საშუალებაა, მილიონობით უკრაინულ ოჯახს სჭირდება საჭმელი, სამედიცინო დახმარება, სუფთა წყალი. ჩვენ, როგორც გლობალური საზოგადოების წევრებს მეტი შეგვიძლია. გთხოვთ რითაც შეგიძლიათ გვერდში დაუდგეთ უკრაინას, #StandWithUkraine".

მაკენტაირის სიმღერა მილა კუნისმა წარადგინა. წარმოშობით უკრაინელმა ვარსკვლავმა, ქმართან, ეშტონ კატჩერთან ერთად უკრაინელი ლტოლვილებისთვის 35 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.

ოსკარებამდე ცოტა ხნით ადრე, ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის იდეა წამოაყენა ერთ-ერთმა წამყვანმა ემი შუმერმა, მოგვიანებით მის აზრს დაეთანხმა შონ პენი

კომენტარები