რუსეთი-უკრაინა

პოროშენკო პუტინს: საბოლოოდ გააცნობიერეთ, რომ უკრაინაში თავად გავერკვევით

პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ პუტინი
zn.ua

უკრიანის ექსპრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეთავაზებას პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით FACEBOOK-ზე გამოეხმაურა. პოროშენკო წერს, რომ "უკრაინაში თავად გაარკვევენ".

"ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში პროევროპული ოპოზიციის დევნით ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პუტინს საჩუქარი გაუკეთოს. პუტინმა ეს დაადასტურა. 

ვურჩევ ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩს, შეწყვიტოს პუტინის გახარება და ქვეყანას მიხედოს. მისი და სამაღტალდამცავი ორგანოების ძალისმხევა პოროშენკოს ნაცვლად რუსული საფრთხის წინააღმდეგ მიმართოს. 

ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ - საბოლოოდ გააცნობიერეთ, ჩვენ თვითონ გავერკვევით, აქ, უკრაინაში. და რუსეთის პოლიტიკა, "იზრუნოს უკრაინასა და უკრაინელ პოლიტიკოსებზე, დიდი ხანია დასრულდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მე ამირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად".- წერს პოროშენკო. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ექპრეზიდენტს, პეტრო პოროსენკოს, რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა. ამის შესახებ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

"თავის დროზე, როცა პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი იყო, მე მას ვუთხარი, რომ სირთულეების შემთხვევაში რუსეთი მას პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემდა. მაშინ პოროშენკო ამ საკითხს ირონიულად მიუდგა, თუმცა, ახლა მსურს შემი წინადადება დავადასტურო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს დონბასში კომფლიქტის გამო, რუსეთი მზადაა ისეთებს, როგორიც პოროშენკოა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს".- თქვა ვლადიმირ პუტინმა. 


პეტრო პოროშენკო, რომელიც, ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ აირჩიეს და პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა, და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერია, სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

პოროშენკოსთან დაკავშირებით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებაზე საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოროშენკოს ბრალი 2021 წლის 20 დეკემბერს წაუყენეს. ამის შემდეგ, პოროშენკომ თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. 2022 წლის 6 იანვარს უკრაინის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა

პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს პოლონეთიდან დაბრუნდა. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის საქმეზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს არ დააკავებენ. სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პოროშენკოს პირადი ვალდებულება დააკისრა. 

 

კომენტარები